GUARDIAN.GE - ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჯენინის ლტოლვილთა ბანაკიდან სამხედროების გაყვანა დაიწყეს, იტყობინება თავდაცვის წყარო. ამით სრულდება მასშტაბური ორდღიანი ოპერაცია, რომლის დროსაც დაიღუპა 12 პალესტინელი და ერთი ისრაელელი ჯარისკაცი. ისრაელის სამხედროებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ღაზას სექტორში, პალესტინელი მებრძოლების მიერ სამხრეთ ისრაელის მიმართულებით გასროლილი ხუთი რაკეტა ჩამოაგდეს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში, ისრაელის ძალებსა და შეიარაღებულ პალესტინელ მებრძოლებს შორის ინტენსიური სროლები მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ისრაელის სამხედროებმა ამ ტერიტორიაზე ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია, მათ შორის დრონებით თავდასხმები წამოიწყეს. ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, დაიღუპა ცხრა და დაშავდა 100 პალესტინელი.

სრულად...

GUARDIAN.GE - ისრაელში სიმშვიდე ისადგურებს მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირების კანონპროექტის განხილვას მომდევნო საპარლამენტო სესიამდე შეაჩერებს, რათა თავიდან აიცილოს „ჩვენს ხალხს შორის რღვევა“.

სრულად...

GUARDIAN.GE - ისრაელში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის გადახედვის სადავო გეგმების წინააღმდეგ გამოვიდა, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სრულად...

GUARDIAN.GE - მაშველები ისევ ეძებენ თურქეთში ნანგრევებში ჩარჩენილ ადამიანებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ორი ახალი მიწისძვრა მოხდა, რასაც სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა. 6.4 და 5.8 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, სადაც 6 თებერვალს, რამდენიმე საათის ინტერვალით მომხდარმა ორმა მძლავრმა მიწისძვრამ თურქეთის და სირიის ნაწილი გაანადგურა.

სრულად...

GUARDIAN.GE - თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28 000-ს გადააჭარბა და გადარჩენილების პოვნის იმედი სულ უფრო ქრება. როგორც BBC იტყობინება, გერმანელმა მაშველებმა და ავსტრიის არმიამ, უსახელო ჯგუფებს შორის შეტაკებების მოტივით, შაბათს სამძებრო სამუშაოები შეაჩერეს.

სრულად...

GUARDIAN.GE - თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაიცვა თავისი მთავრობის მიერ გადადგმული საპასუხო ნაბიჯები 6 თებერვალს ორ, რამდენიმესაათიანი შუალედით მომხდარ კატასტროფულ მიწისძვრაზე და თქვა, რომ შეუძლებელი იყო სტიქიის მასშტაბებისთვის მომზადება.

სრულად...

GUARDIAN.GE -  6 თებერვალს მომხდარი ორი მძლავრი მიწისძვრის შემდეგ მაშველები სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში დღე და ღამე, ყინვაში, თავგანწირვით ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ გადარჩენილებს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11 200-ზე მეტი ადამიანი და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

 

სრულად...

GUARDIAN.GE - 6 თებერვალს მომხდარი ორი მძლავრი მიწისძვრის შემდეგ მაშველები სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში დღე და ღამე, ყინვაში, თავგანწირვით ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ გადარჩენილებს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 7 800-ზე მეტი ადამიანი და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

სრულად...

GUARDIAN.GE - ბოლო მონაცემებით, ძლიერმა მიწისძვრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სირიის საზღვართან ახლოს, 4 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მიწისქვეშა ბიძგები ლიბანში, ისრაელსა და კვიპროსშიც იგრძნობოდა, იტყობინება BBC.

სრულად...


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 11წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი